ავტომობილი 8 წლის ბავშვს შეეჯახა

2023-05-25 15:10:23

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლის ბავშვი დაშავდა.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ბიჭი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვანი კონტაქტური არ იყო.

"ინფო რუსთავი" ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კლინიკისგან ინფორმაციას ელოდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები