უბედურ შემთხვევას 14 წლის გოგო ემსხვერპლა

2023-05-23 18:43:54

უბედურ შემთხვევას 14 წლის გოგო ემსხვერპლა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" გოგონას ახლობელმა განუცხადა, ბათუმში არასრულწლოვანმა შემთხვევით წყლის მაგივრად ქიმიური ნივთიერება დალია.

14 წლის გოგო ბათუმიდან იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

გოგონას გარდაცვალება "ინფო რუსთავს" კლინიკაშიც დაუდასტურეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები