სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015–2016 წლებში საჯარო სკოლებში წყლის ხარისხიანობის საკითხის შესწავლის მიზნით ჩატარებული შემოწმების შედეგები გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც 2015–2016 წლებში სააგენტომ საჯარო სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 129 სინჯი გამოიკვლია, რომლებიდანაც 45 სინჯი მთავრობის მიერ დადგენილ სანიტარულ ნორმებს არ შეესაბამებოდა, რაც სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს და წყლის არაეფექტური გაუსნებოვნებით არის გამოწვეული. კვლევა რუსთავის სკოლებშიც მიმდინარეობდა. “ინფო რუსთავი“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსს, მირანგულა ლიპარტელიანს, დაუკავშირდა. მისი განცახადებით წყლის დაბალი ხარისხი ძირითადად სოფლის საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოვლინდა, რუსთავში კი მნიშვნელოვანი დარღვევები არ ყოფილა. საჯარო სკოლებში წყლის სანიტარული და ჰიგიენური პირობების მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა და საქართველოს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს ქვეყნის ყველა სკოლაში წყლის ხარისხის სათანადო რეგულარობით შემოწმებისა და რეაგირებისკენ მოუწოდა.