როდის აღდგება წყლის მიწოდება

2023-05-20 15:17:36

"ნახევარ საათში სრულად აღდგება წყლის მიწოდება", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კომპანია რუსთავის წყალში განუცხადეს.

როგორც კომპანიაში საინფორმაციო სააგენტოს აღდგენის დაგვიანებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრეს, შეფერხების მიზეზი წყლის მომატებული მოხმარება გახდა.

"რუსთავის მოსახლობას წყალმომარაგება 13:30 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგა. წყლის მიწოდების საწყის პერიოდში დაფიქსირდა წყლის ჭარბი მოხმარება და დაბალი წნევა. შესაბამისად, ძირითადად მაღალსართულიანი კორპისების ზედა სართულის მაცხოვრებლებისთვის გარკვეული პერიოდით შეფერხდა წყლის მიწოდება.

დაახლოებით ნახევარ საათში წყალმომარაგება სრულად აღდგება", - აცახდებენ "რუსთავის წყალში".

შეგახსენებთ, უკვე 24 საათზე მეტია რუსთავს წყალი არ მიეწოდება. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც "რუსთავის წყალმა" მთავარ მაგისტრალურ მილზე განახორციელა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები