"წყალი გასდის და საძირკველი ნელ-ნელა ივსება"

2023-10-25 14:48:30

რუსთავში, მესხიშვილის N9-ის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, კორპუსის საძირკველში დაზიანებულია წყლის მილი, რის გამოც საძირკველში წყალი დგება.

მისი თქმით, შესაბამის სამსახურებს აცნობეს, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.

"უკვე რვა დღეა ასეთი მდგომარეობა. სად არ დავრეკეთ, გვეუბნებიან, რომ გადავეცითო, მაგრამ არაფერს არ აკეთებენ. რუსთავის წყალშიც, მერიაშიც, კორპუსის თავმჯდომარესაც დავურეკეთ და არანაირი შედეგი არაა. მილი არის დაზიანებული, წყალი გასდის და საძირკველი ნელ-ნელა ივსება და მაღლა ამოდის",- განგვიცხადა ადგილობრივმა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა კომპანია "რუსთავის" წყალსაც, სადაც აცხადებენ, რომ მესხიშვილის N9-ში გაგზავნეს ჯგუფი, მოხდება ტერიტორიის დათვალიერება, რის შემდეგაც პრობლემის აღმოფხვრაზე დაიწყებენ მუშაობას.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები