რუსთავში მე-19 მიკრორაიონის N15-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა შალვა კიკნაძემ განუცხადა, მათი კორპუსის სარდაფები წყლით და ფეკალური მასებითაა სავსე, რის გამო ანტისანიტარია და გაუსაძლისი სუნია.
"დაახლოებით სამი კვირაა პრობლემაა, მთელი ექვსი კორპუსის კანალიზაცია ჩადის, საძირკველი სავსეა. არის დიდი სიბინძურე, კოღოები, გაუსაძლისი სუნი დგას. ახლაც წყალი დგას. თუ სადმე რამე არსებობდა ყველას მივმართეთ. რუსთავის წყალი მოდის და ამბობს ჩვენი პრობლემა არაო. მართლა ძალიან ცუდი სიტუაცია",- განუცხადა "ინფო რუსთავს" შალვა კიკნაძემ.
"ინფო რუსთავი" საკითხთან დაკავშირებით კომპანია "რუსთავის წყალსაც" დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მათი წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ და სარდაფები
"ვესაუბრეთ მოსახლეს. ჩვენი წარმომადგენლები არაერთხელ იყვნენ მისულები და გაუწმინდეს ეს ქსელი, თუმცა მაინც დგება წყალი. დღესაც იყვნენ მისულები და გაწმინდეს. კომუნიკაციაზე ვრჩებით მოსახლესთან, დავაზუსტებთ, რა სახის პრობლემასთან გვაქვს საქმე. სავარაუდოდ იბიდნება ის ქსელი, რომელიც მოსახლეობის ექსპლუატაციაშია და სარდაფში დგება წყალი",- განგვიცხადეს კომპანია "რუსთავის წყალში".