თურქეთში, ჰატაის პროვინციაში რამდენიმე მანქანის შეჯახების შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაშავდა. დაშავებულებიდან სამის მდგომარეობა მძიმეა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, სატვირთო მანქანის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და საპირისპირო ზოლში გადავიდა, რის შედეგადაც 9 მანქანასა და ორ მიკროავტობუსს შეეჯახა.
რამდენიმე მანქანა, რომელსაც სატვირთო შეეჯახა ბენზინგასამართ სადგურთან იყო გაჩერებული. შეჯახების შედეგად ადგილზე ხანძარი გაჩნდა.