ქვეითს, რომელსაც ავტომობილი შეეჯახა, გარდაიცვალა

2023-05-07 14:21:10

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.

შემთხვევა გვიან ღამით, აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ქვეითად მოსიარულე მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავებიც.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები