ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთაველის და სუმგაით მეტალურგელების ქუჩების კვეთაზე დაახლოებით 09:30 საათზე მოხდა. ერთმანეთს "ოპელი"-ს და "ფოლცვაგენი"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ, შეჯახების შემდეგ კი "ფოლცვაგენი"-ს ავტომობილის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ახლად რეაბილიტირებულ გაზონზე გადავიდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.