რუსთავში ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთი ამობრუნდა

2023-05-02 22:47:21

რუსთავში ტაშკენტის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ამობრუნდა.

შემთხვევის დროს დაშავდა ახალგაზრდა გოგო, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. პაციენტს გაეწია სამედიცინო დახმარება და ამ დროისთვის კლინიკიდან უკვე გაწერილია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები