რუსთავში, მეგობრობის გამზირზე 450 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება.
მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მოსაძებნად ელექტრონული ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.
როგორც ტენდერზე თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა ახალი ბაღი 16-18 ჯგუფიანი იქნება.
გარდა ამისა ბაღში უნდა:
-ჯგუფის ოთახი 25-30 ბავშვზე [გასახდელი, სათამაშო/სასადილო სივრცე, საძინებელი
სან კვანძი, მინ. სამზარეულო (ბუფეტი)];
- დირექტორის ოთახი;
- კანცელარია;
- სპეც.პედაგოგის კაბინეტი;
- ლოგოპედის კაბინეტი;
- მეთოდისტის კაბინეტი;
- პერსონალის ოთახი;
- სანკვანძი და საშხაპე პერსონალისათვის;
- სამეურნეო სათავსი;
- დამხმარე სათავსი;
- მუსიკალური დარბაზი საწყობით;
- სპორტული დარბაზი ინვენტარის შესანახი სათავსით;
- კვების ბლოკი (სამზარეულო, მოსამზადებელი საამქრო, ჭურჭლის სამრეცხაო, მაცივრის ოთახი, ბოსტნეულის საწყობი, მშრალი პროდუქტის საწყობი და პერსონალის ოთახით);
- სამედიცინო ოთახი/იზოლატორი;
- საუთოვებელი ოთახი;
- სამრეცხაო ოთახი;
- თეთრეულის შესანახი სათავსი;
- დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
- სანიტარული კვანძი შ.შ.მ პირებისათვის;
- შშმ პირთა ლიფტი;
- საკვების ამწე (ლიფტი);
- ცენტრალური შესასვლელი ტამბური;
- ჰოლი;
- მნის ოთახი
- დაცვის ოთახი;
პროექტისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 7 300 000 ლარი გამოყო.
ცნობისთვის, ფონდმა მანამდე მაჩაბლის ქუჩაზე 300 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 6 200 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.