რუსთავში 300 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაღი აშენდება

2023-04-15 11:45:36

რუსთავში, მაჩაბლის ქუჩაზე 300 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდება.

მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მოსაძებნად ელექტრონული ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

როგორც ტენდერზე თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა ახალი ბაღი 12 ჯგუფიანი იქნება

გარდა ამისა ბაღში უნდა:

-ჯგუფის ოთახი 25-30 ბავშვზე [გასახდელი, სათამაშო/სასადილო სივრცე, საძინებელი
სან კვანძი, მინ. სამზარეულო (ბუფეტი)];

- დირექტორის ოთახი;

- კანცელარია;

- სპეც.პედაგოგის კაბინეტი;

- ლოგოპედის კაბინეტი;

- მეთოდისტის კაბინეტი;

- პერსონალის ოთახი;

- სანკვანძი და საშხაპე პერსონალისათვის;

- სამეურნეო სათავსი;

- დამხმარე სათავსი;

- მუსიკალური დარბაზი საწყობით;

- სპორტული დარბაზი ინვენტარის შესანახი სათავსით;

- კვების ბლოკი (სამზარეულო, მოსამზადებელი საამქრო, ჭურჭლის სამრეცხაო, მაცივრის ოთახი, ბოსტნეულის საწყობი, მშრალი პროდუქტის საწყობი და პერსონალის ოთახით);

- სამედიცინო ოთახი/იზოლატორი;

- საუთოვებელი ოთახი;

- სამრეცხაო ოთახი;

- თეთრეულის შესანახი სათავსი;

- დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;

- სანიტარული კვანძი შ.შ.მ პირებისათვის;

- შშმ პირთა ლიფტი;

- საკვების ამწე (ლიფტი);

- ცენტრალური შესასვლელი ტამბური;

- ჰოლი;

- მნის ოთახი

- დაცვის ოთახი;

პროექტისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 6 200 000 ლარი გამოყო.

ფოტო არ შეესაბამება რეალობას

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები