რუსთაველმა ქალმა ლატარიაში ფული მოიგო

2023-04-07 13:01:15

"ამბროლაურში ნაყიდმა ლატარიის ბილეთმა რუსთავში მცხოვრებ ქალბატონს 7 777 ლარი მოაგებინა", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ლატარია ავრცელებს. 

"მადონა გეგეშიძესთვის რაჭაში სტუმრობა განსაკუთრებულად იღბლიანი აღმოჩნდა, მან მომენტალურ ლატარია "ოქროს შვიდიანში" 7 777 ლარი მოიგო.

ქალბატონი მადონა 47 წლისაა, ის მეუღლესთან და შვილთან ერთად რუსთავში ცხოვრობს და საბავშვო ბაღში მედდად მუშაობს.

როგორც თავად აცხადებს, მოგებული თანხით სააღდგომოდ ახლობელი ადამიანების გახარებას გეგმავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები