ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში, ფონიჭალის რამდენიმე მისამართზე, სპეცოპერაცია ტარდება.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი.
"გრძელდება უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ფონიჭალაში, 4 ლოკაციაზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, ღონისძიება გრძელდება, სხვადასხვა სახით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. დარწმუნებული ვარ, დღის ბოლომდე, დაკავებულების რაოდენობა მინიმუმ, გაორმაგდება, დაკავებული არიან, როგორც მანდილოსნები, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც", - აცხადებს კუპატაძე.
სპეცოპერაცია ასევე მიმდინარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალშიც.