თურქეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა [video]

2023-03-15 16:58:20

ძლიერი წვიმის შდეგად თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ადიამანის პროვინციაში, დაიტბორა სახლები და საავადმყოფოები. [ვიდეო/video]

თურქული მედიის ცნობით, 15 მარტის მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე პირი დაკარგულად მიიჩნევა, მათ შორის, ორი მაშველია. ათასობით მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა.

ძლიერი წვიმის შედეგად პროვინციაში მდინარე ადიდდა, რასაც შენობების დატბორვა მოჰყვა.

რეგიონში მაშველები მუშაობენ.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები