ბათუმში მიტოვებული ჩვილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის კლინიკაშია გადაყვანილი.
პროცესში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას.