ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია

2023-02-14 21:36:09

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი, ქალი და კაცი, ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს დაშავებულები საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

კლინიკაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რო მათთან შეყვანილ ორ მამაკაცს თავის არეში ნაკვეთი ჭრილობები აქვს და ქირურგიული დამუშავება მიმდინარეობს, ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ხოლო შემთხვევის ადგილიდან სამედიცინო ცენტრში შეყვანილ მცირეწლოვანს გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები