თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.
როგორც "ინფო რუსთავს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან.
საელჩოს ცნობით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების თაობაზე ინფორმაციის მიღებისა და მათი დახმარების მიზნით.
"თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საელჩოს თურქეთის ქ. ანთაქიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის – ო.ც. გარდაცვალების შესახებ თვითმხილველმა აცნობა.
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით. საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან," – აცხადებენ საქართველოს საელჩოში.