თურქეთის სამხრეთ ნაწილში თითქმის 8 ბალიანი სიმძლავრის მიწისძვრის დროს თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი 2700-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის დროს დაშავდა 10 000-მდე ადამიანი.
მსხვერპლისა და დაშავებულთა რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება და იცვლება, რადგან სტიქიის ზონაში მიმდინარეობს ნანგრევებში სამაშველო ოპერაციები. მიწისძვეის გარდა სტიქიის ზონაში მძიმე მეტეოროლოგოიური მდგომარეობაა.
დანგრეულია და მიწასთანაა გასწორებული 3000-მდე შენობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები.
გამთენიიდან მოყოლებული 20-მდე მიწისძვრა მოხდა თურქეთში.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ქვეყანაში 7 დღიანი გლოვა გამოაცხადა.