2023-02-06 15:34:07
    
		
		
			თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქაჰრამანმარასთან ახლოს დაფიქსირდა.
აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა.
ბიძგები იგრძნეს ბათუმში მცხოვრებლებმაც.
შეგახსენებთ,  რომ ბოლო მონაცემებით, თურქეთის სამხრეთ ნაწილში დამანგრეველ მიწისძვრას  თურქეთსა და სირიაში 1300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 5000-მდე კი  დაშავდა. მიწასთანაა გასწორებული 3000-მდე შენობა.