თურქეთში მიწისძვრას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.
ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
"თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვირს შედეგად ანთაქიაში საქართველოს მოქალქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ" - განგვიცხადეს უწყებაში.
საქართველოს დიპლმატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის სამხრეთ ნაწილში 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც, ბოლო ცნობებით, 1000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 3000-ზე მეტი კი დაშავდა.