თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის დროს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. [ვიდეო/video]
თურქეთის ვიცე პრეზიდენტის, ფუატ ოქტაის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 284-მდე გაიზარდა, ხოლო 2323 დაშავებულია.
სირიის ოფიციალური პირების ცნობით კი, მათ ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 237-ზე მეტია, დაშავებულია 600-მდე.
თურქეთის 10 ქალაქში, რომლებიც მიწისძვრამ ყველაზე მეტად დააზარალა, 2000-მდე შენობა მთლიანად დანგრეულია.
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც 100-წამზე მეტხანს გრძელდებოდა.