7.8 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა თურქეთში

2023-02-06 10:40:17

თურქეთში 7.8 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. [ვიდეო/video]

BBC-ს ინფორმაციით, სულ მცირე 76 ადამიანია დაღუპული. დიდი მსხვერპლია სირიაში, სადაც ბოლო მონაცემებით 200 ადამიანია დაღუპული.

ეპიცენტრი ქალაქ გაზიანთეფთან, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იყო. დანგრეულია ბევრი შენობა და ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს თქმით, უმეტესად, 10 ქალაქი დაზიანდა - გაზიანთეფი, კარამანმარასი, ჰატაი, ისმანიე, ადიამანი, მალატაია, სანლიურფა, ადანა, დიარბაქირი და კილისი. 

BBC-ს კორესპონტენტი დიარბაქირიდან იუწყება, რომ გაზიანთეფში დაინგრა სავაჭრო ცენტრიც. 

ბიძგი ძლიერად იგრძნეს სირიაში, ლიბანსა და კვიპროსში.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები