“მიგვიხედონ პაციენტს”

2023-01-22 00:01:38

22 წლის ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მუცლის ღრუდან ჩარჩენილი სამედიცინო ინსტრუმენტი ამოუღეს, სტაბილურია. მისი მეუღლის თქმით, ქალი თავს უკეთესად გრძნობს.

"უკეთესობისკენაა, გამოჯანმრთელებისკენ. ყურადღებიანად არიან. ჯერ-ჯერობით კლინიკაში რჩება და ჩვენი მოთხოვნაა, რომ მიგვიხედონ პაციენტს, როგორც საჭიროა და ადამიანის ჯანმრთელობით არ იხუმრონ, ექიმების მოვალეობა რაცაა გააკეთონ. ჯერ ჩემი მეუღლე ფეხზე ადგეს დამერე დაველაპარაკები ყველას”, - აცხადებს ახალგაზრდა გოგოს მეუღლე.

"ოპერაციამ საბედნიეროდ ძალიან კარგად ჩაიარა. იმედი მაქვს, რომ მალე გავწერთ ბინაზე”, - განაცხადა "ინფო რუსთავთან" მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ლოლაძემ.

შეგახსენებთ, 22 წლის გოგონას ოპერაციის დროს ექიმებმა მუცლის ღრუში მაკრატელი დაუტოვეს. აღნიშნული ქირურგიული ჩარევა 3 თვის წინ ჩატარდა.

ფაქტს ადასტურებენ მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრშიც და ამბობენ, რომ კლინიკას "გამათლება არ აქვს".