სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ჩანს რომ რუსთავში, ერთერთი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯარაზე მცირეწლოვანი ბავშვი ზის. მის გვერდით იმყოფება მშობელიც, თუმცა ფოტოს ავტორი აცხადებს რომ - "ასეთ დროს მცირედი გაუთვალისწინებელი დეტალის შედეგად შესაძლოა უწყინარი ფაქტი ფატალური შედეგით დასრულდეს. საჭიროა მშობლები უფრო მეტად ყურადღებიანები იყვნენ."