აშშ-სა და კანადაში ძლიერ ყინვას და შტორმს სულ მცირე 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყველაზე მეტად დაზარალდა ნიუ-ორკის შტატის ქალაქი ბუფალო, სადაც 34 ადამიანი გარდაიცვალა.
4 ადამიანი დაიღუპა კანადაში, როდესაც ავტობუსი ქალაქ მერიტთან მოყინულ გზაზე გადატრიალდა.
აშშ-სა და კანადაში შტორმის გამო 1.7 მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი, თუმცა ელექტროენერგიის აღდგენა სტაბილურად მიმდინარეობს და ეს რიცხვი ამ დროისთვის დაახლოებით 200 000-მდე შემცირდა.
უამინდობის გამო ათასობით ფრენა გაუქმდა, რის გამოც ბევრმა ადამიანმა შობის დღესასწაულის ოჯახთან ერთად გატარება ვერ მოახერხა.