ხანძარს ორი ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

2022-12-14 11:09:27

თელავში, ერთ-ერთ კოტეჯში გაჩენილ ხანძარს ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდები თელავში სამუშაოდ იმყოფებოდნენ. შემთხვევა გვიან ღამით იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცებს ეძინათ.

სავარაუდოდ,  შეშის ღუმელიდან ცეცხლი გაჩნდა, რა დროსაც 2 კაცი ადგილზე გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.