ზუგდიდის სოფელ ჩხორიაში ხანძარი იყო.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სოფელში მერის წარმომადგენლის ასისტენტმა განუცხადა, ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
ხანძრის დროს სახლი მთლიანად დაიწვა, თუმცა არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი.