რუსთაველი მრბოლელი ვანო მძელური აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.
სამეტაპიანი ჩემპიონატი, რომელიც წლის განმავლობაში გრძელდებოდა, წარმატებით გაიარა და დაგროვებული უმაღლესი ქულებით, დამსახურებული პირველი ადგილიც მოიპოვა.
37 წლის მრბოლელმა, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრში, შედეგებით 15-მდე მონაწილეს აჯობა.
სპორტსმენტს სიმბოლურ პრიზებთან ერთად, ფულადი ჯილდოც გადაეცემა.