12 წლის რუსთაველმა მოზარდმა ბავშვი გააჩინა. არასრულწლოვანმა თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმშობიარა.
"დაიბადა გოგონა, თავს ორივე კარგად გრძნობს", - განაცხადეს სამედიცინო დაწესებულებაში.
12 წლის გოგონა თავდაპირველად რუსთავში არსებულ სამშობიარო სახლში მიიყვანეს. ამის შესახებ"ინფო რუსთავს" ქალაქის სამშობიარო სახლის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ბარავკოვმა განუცხადა.
ბარავკოვის თქმით, მოსალოდნელი გართულებებიდან გამომდინარე, თავიდანვე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ მოზარდი თბილისში გადაეყვანათ.
"ჩვენ გავუშვით საუნივერსიტეტო კლინიკაში იმიტომ, რომ ძალიან ნაადრევი და საყურადღებოა. 36 კვირამდე იყო. პოლიცია გამოვიძახეთ მაშინვე. მორიგე ექიმმა ნახა და ვინაიდან 12 წლისაა, განსაზღვრა, რომ ამის მართვას შეიძლება გართულებები მოჰყვეს. წინასწარ ვიცოდით, რომ უნდა ყოფილიყო ზემდგომ, მესამე დონის კლინიკაში წასული", - განაცხადა ბარავკოვმა.
12 წლის მოზარდის მშობიარობის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანია ბავშვის მამაც.