მე-7 კლასელი რუსთაველი გოგონა მშობიარობს.
12 წლის მოზარდი რუსთავიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს, საღამოს საათებში, კატასტროფის ეკიპაჟით გადაიყვანეს.
მოზარდი 36 კვირამდე ორსულია. სავარაუდოდ, მას საკეისრო კვეთა უნდა ჩაუტარდეს.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანია ბავშვის მამაც.
ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.
"ინფო რუსთავი" დამატებითი დეტალების იდენტიფიცირებისგან თავს შეგნებულად იკავებს.