ბათუმში მამამ 14 წლის გოგონას მას შემდეგ სცემა, რაც მოზარდმა უამბო, რომ ის გააუპატიურეს.
TV25-ის ინფორმაციით, გოგონაზე სექსუალური ხასიათის ძალადობა 2 დღის წინ მოხდა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სექსუალური დანაშაულისა და ოჯახის წევრზე ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. მათივე ინფორმაციით, დაკავებულია მოზარდის მამა.