თურქეთში 15 წლის ქართველი და მისი მშობლები დააკავეს [video]

2022-11-15 13:28:37

ანტალიაში თურქეთის პოლიციამ 15 წლის ქართველი და მისი მშობლები დააკავა. [ვიდეო/video]

როგორც თურქული მედია წერს, გამოძიებით ირკვევა, რომ მოზარდმა კონსპირაციულ ბინაში იმშობიარა, რის შემდეგაც ოჯახმა ახალშობილის თავიდან მოცილება გადაწყვიტა და ჩვილი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადააგდო.

შემზარავი დანაშაული სავაჭრო ობიექტზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

ადგილობრივი პრესა წერს, რომ მოზარდი სავარაუდოდ თავადაც ძალადობის მსხვერპლია.

გამოძიების კვალმა სამართალდამცველები ამავე კორპუსში მცხოვრებ ოჯახთან მიიყვანა. 60 წლამდე ცოლ-ქმარი იქ 15 წლის ქალიშვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა.

მოზარდი და მისი მშობლები ცხელ კვალზე დააკავეს. სასამართლომ სამივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.

ანტალიაში დაკავებულ მოზარდს ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები