რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-10-25 19:34:51

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 ოქტომბერს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში: ზედგენიძის, ბელიაშვილი, მაზნიაშვილის, მშვიდობის, მშენებელთა ქუჩებზე, ახალი სამგორში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.