რუსეთში სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ შენობას დაეცა [video]

2022-10-17 20:01:48

რუსეთში, კრასნოდარის ოლქის ქალაქ იესკში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ შენობას დაეცა. [ვიდეო/video]

რუსული მედიის ინფორმაციით,  Su-34 ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნას მოჰყვა მსხვერპლიც, არიან დაშავებულები.

ადგილზე მობილიზებულები არიან სახანძრო სამაშველო ეკიპაჟები. ცეცხლი 9 სართულიან კორპუსს უკიდია.

ზუსტი ინფორმაცია გარდაცვლილების და დაშავებულების რაოდენობის შესახებ ჯერ-ჯერობით უცნობია.