ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის 94-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე გაძლიერებული ქვისცვენის გამო, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.