რუსთავში, შარტავას გამზირზე გზა დღეს, 3 ივლისს გაიხსნება.
ამის შესახებ "ინფო რუსთავის" პირდაპირ ეთერში ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.
მოედანზე გზის საფარს დაგების სამუშაოები უკვე დასრულებულია და დილის საათებიდან ავტომობილებით გადაადგილება დასაშვები იქნება.