იცოდი? - სად წაიღეს რუსთავში საბავშვო რკინიგზის ორთქლის ლოკომოტივი.
ისტორიული რუბრიკის "იცოდის" ერთ-ერთ ნაწილში უკვე ვისაუბრეთ, რომ მე-20 საუკუნეში მსოფლიოში ყველაზე დიდი საბავშვო რკინიგზა 1987 წელს სწორედ რუსთავში გაიხსნა, რომელიც 21-ე საუკუნეში მიტოვებულ ადგილად იქცა.
ამჯერად მოგიყვებით რა ბედი ეწია, მსოფლიოს ყველაზე გრძელი საბავშვო რკინიგზის ორთქლმავალს, რომელიც მე-20 საუკუნის 80-იან წლებში რუსთავში მარიუპოლიდან ჩამოიტანეს.
საბავშვო რკინიგზის მეპატრონემ "რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ", 2014 წელს გერმანული წარმოების gr- 318 ტიპის ორთქლმავალი გაასხვისა.
2014 წელს გადაღებულ ამ ფოტოზე ორთქლის ლოკომოტივის რუსთავის საბავშვო რკინიგზის ტერიტორიიდან დემონტაჟია ასახული.
ამ ფოტოზე კი მისი ტრანსპორტირება რუსთავიდან რუსეთში, ქალაქ ეკატერინებურგის მიმართულებით.
ორთქლის ლოკომოტივი ეკატერინებურგში 2014 წლის დეკემბერში ჩაიტანეს.
რუსთავიდან წაღებული ორთქლის ლოკომოტივი 2020 წლის სექტემბერში ეკატერინბურგის ვიწრო ლიანდაგის რკინიგზის მუზეუმში განათავსეს.
2023 წელს ორთქლმავალი ეკატერინებურგიდან სანქტ-პეტერბურგში წაიღეს, სადაც რესტავრაცია ჩაუტარდა.
რესტავრაციის შემდეგ კი მუშა მდგომარეობაში კვლავ ეკატერინებურგში დააბრუნეს.
ორთქლმავალი, რომელიც წლების განმავლობაში რუსთავის საბავშვო რკინიგზაზე იდგა ახლა ეკატერინებურგის მუზეუმში დგას.