როგორია დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა

2022-10-14 12:52:15

შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი "ნიუ ჰოსპიტალსის" ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მოზარდის სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია და ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე - ე.წ. ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულ ბავშვს, რომელიც იაშვილის კლინიკაში გადის მკურნალობას, კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანება არ აქვს და სამედიცინო დაწესებულებიდან სავარაუდოდ, ხვალ გაიწერება.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.