ტერორისტული აქტი თურქეთში [video]

2022-09-27 12:36:59

თურქეთი ტერორისტული აქტი მოხდა. [ვიდეო/video]

ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მერსინის პროვინციაში პოლიციის შენობასთან აფეთქებას ერთი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა.

შინაგან საქმეთა მინისტრი თავდასხმაზე პასუხისმგებლობას „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ აკისრებს, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

სულეიმან სოილუს განცხადებით, აფეთქება ორმა თვითმკვლელმა ქალმა განახორციელა. მისივე ცნობით, მათ თავდაპირველად პოლიციის ოფიცერს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი, ასაფეთქებელი მოწყობილობები აამოქმედეს.