რუსთავში საწარმოების შემოწმება მიმდინარეობს

2022-09-20 11:44:09

რუსთავში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამრეწველო ემისიების კონტროლის განყოფილება და ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ საწარმოების შემოწმება მიმდინარეობს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დეპარტამენტში განუცხადეს, მათი თანამშრომლები ამ ეტაზე შესულები არიან შპს რუსელოისში, შპს ჯეოსთილში, შს რუსთავის აზოტში, შპს რუსთავის ფოლადის ცემენტის წარმოებაში, შპს მეგა ცემენტში და შპს სოლოში.

დეპარტამენტში ჯერ-ჯერობით გამოვლენილ დარღვევებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამის შესახებ ცნონბილი შემოწმებების დასრულების შემდეგ გახდება.

ცნობისთვის, ამ ინსპექტირების ფარგლებში, "რუსთავის აზოტსა" და შპს "რუსთავის ფოლადში" დარღვევები გამოვლინდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები