ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, სულაბერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთოს შეეჯახა.
მსუბუქ ავტომობილში მყოფი სამი პირი დაშავდა. დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს.
ექიმების მცდელობის მიუხედავად ერთ-ერთი დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.