ბიუჯეტური ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ Ryanair მომხმარებელს, გაძვირებული საწვავის გამო, დაბალფასიან ფრენებს აღარ შესთავაზებს. აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ო'ლირი ამბობს, რომ 10 ევროს ბილეთის ეპოქა დასრულდა.
ავიაკომპანიის ბილეთის საშუალო საფასური მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 40 ევროდან - 50 ევრომდე გაიზრდება, განუცხადა მან BBC-ს.
”ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი მართლაც იაფი სარეკლამო ტარიფები - ერთი ევრო, 0,99 ევრო, თუნდაც 9,99 ევრო - ვფიქრობ, რომ თქვენ ვერ იხილავთ ამ ტარიფებს მომდევნო წლების განმავლობაში“ - განუცხადა ო'ლირიმ BBC Radio 4-ის გადაცემას დღეს.
ავიაკომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი აზრით, ადამიანები კვლავ ხშირად იფრენენ სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ, მიუხედავად იმისა, რომ ფასი გაიზრდება.