ხორვატიაში ავტობუსი თხრილში გადავარდა, დაიღუპა 12 მგზავრი [video]

2022-08-06 17:47:38

ხორვატიის ჩრდილოეთით ავტობუსი თხრილში გადავარდა, რა დროსაც ადგილზე პოლონეთის 12 მოქალაქე დაიღუპა. [ვიდეო/video]

მედიის ცნობით, არის დიდი რაოდენობით დაშავებულებიც, რომლებიც ზაგრების, ვარაჟდინასა და ჩაკოვცის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავცეკის განცხადებით, ავტობუსში მომლოცველები იყვნენ, რომლებიც ბოსნია-ჰერცოგოვინის მიმართულებით მიდიოდნენ.

ტრაგედიის დეტალებზე პოლონეთის პრემიერმა ხორვატიის მთავრობის მეთაურ ანცდრეი პლენკოვიჩთან ისაუბრა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები