ხორვატიის ჩრდილოეთით ავტობუსი თხრილში გადავარდა, რა დროსაც ადგილზე პოლონეთის 12 მოქალაქე დაიღუპა. [ვიდეო/video]
მედიის ცნობით, არის დიდი რაოდენობით დაშავებულებიც, რომლებიც ზაგრების, ვარაჟდინასა და ჩაკოვცის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავცეკის განცხადებით, ავტობუსში მომლოცველები იყვნენ, რომლებიც ბოსნია-ჰერცოგოვინის მიმართულებით მიდიოდნენ.
ტრაგედიის დეტალებზე პოლონეთის პრემიერმა ხორვატიის მთავრობის მეთაურ ანცდრეი პლენკოვიჩთან ისაუბრა.