ტურინში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
იტალიური მედიის ცნობით, დაკავებულს საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეღწევასა და ქურდობას ედავებიან.
მედია წერს, რომ დაკავებული სამკაციანი დაჯგუფების წევრია, რომელიც პოლიციამ ამოიცნო და სავაჭრო ობიექტში დააკავა.
გამოძიების ცნობით, დაკავებული ქართველის წინააღმდეგ მანამდე ორი ორდერი იყო გაცემული. დაკავების პირველი ორდერი, ფლორენციის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2021 წლის მარტში გაცემული და რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლით და მეორე ორდერი 2021 წლის აპრილში რეჯო ემილიას სასამართლოს მიერ გაცემული ორდერი 4 წლის, 11 თვისა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთის სასჯელის მოხსნისთვის.