პოლონეთში 6 ქართველი დააკავეს

2022-07-29 13:04:17

ვარშავაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს ორი მოქალაქის დააკავეს.

ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ქართველები ავტომობილის ძარცვაში არიან ბრალდებულები. სამართალდამცავებმა დაკავებულების სახლებიდან დიდი ოდენობით მოპარული კატალიზატორები ამოიღეს. გამოძიებით გაირკვა, რომ კატალიზატორების ქურდობას ვარშავასა და პოლონეთის სხვა ქალაქებში უკვე სერიული ხასიათი აქვს.

პოლონური მედიის ცნობით, კატალიზატორების ქურდობის ბრალდებით, ქართველების დაჯგუფება დააკავეს კრაკოვშიც. ოთხ მამაკაცს ბრალი უკვე წარედგინა და დროებითი მოთავსების იზოლატორშიც გადაიყვანეს.