ჩრდილოეთ საბერძნეთის ქალაქ კავალასთან საბრძოლო მასალით დატვირთული უკრაინული წარმოების თვითმფრინავი ჩამოვარდა - იგი სერბეთიდან იორდანიაში მიფრინავდა. [ვიდეო/video]
შემთხვევა ადგილობრივი დროით 23:00 საათამდე მოხდა. საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა შეტყობინება თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ მიიღო. პილოტი ავარიული დაშვებისთვის ნებართვას მოითხოვდა.
თვითმფრინავს დაშვება შესთავაზეს სალონიკის ან კავალას აეროპორტში. თვითმფრინავმა დაშვება კავალასის აეროპორტში გადაწყვიტა, თუმცა ის აეროპორტიდან 40 კილომეტრში ჩამოვარდა.
ბორტზე 8-დან 10-მდე ადამიანი იყო და 12 ტონა სამხედრო ტვირთი გადაჰქონდათ , სავარაუდოდ ჭურვები.