ე.წ. სტამბულის ბაზარზე დასაქმებული რუსთაველი მოვაჭრეები სამუშაო ადგილებს დროებით დაუბრუნდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, ჯერჯერობით ხელმძღვანელობასთან შეთანხმება მიღწეული არ არის და მოლაპარაკებებს ორშაბათიდან განაახლებენ.
"გადაწყდა, რომ დღეს და ხვალ გავშალოთ დახლები იმიტომ, რომ ისვენებს მერიაც, ადმინისტრაციაც არ არის მობილიზებული აქ დღეს სრულად, რადგან შაბათია და გადავიტანეთ ყველაფერი ორშაბათისთვის. ორშაბათიდან ისევ განვაახლებთ მოლაპარაკებას. ჩვენს სასარგებლოდ ჯერჯერობით არაფერი არ არის გადაწყვეტილი. გარდაუვალია, რომ ორშაბათს მერიაში უნდა მივიდეთ ისევ", - უთხრა "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
შეგახსენებთ, რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ტანსაცმლის სექციაში დასაქმებული მოვაჭრეები გუშინ გაფიცულები იყვნენ. დასაქმებულები თვეში დასვენების 2-3 დღეს მოითხოვენ.