"ჩვენ არ დავთმობთ პოზიციებს"

2022-07-01 19:02:47

რუსთვაში, ბაზრის გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება.

როგორც ერთ-ერთმა მოვაჭრემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, დასაქმებულები მერიაშიც იმყოფებოდნენ და თავიანთი პრობლემები მერის მოადგილეებს გააცნეს.

"მერია შეგვპირდა, რომ ითანამშრომლებს ჩვენთან და ამოგვიდგება მხარში. თურმე, როგორც ჩვენთვის იყო ცნობილი, რომ მერიას ჰქონდა ბაზარში წილი, ეს ყველაფერი ასე აღარ ყოფილა. ეს არ ვიცოდით, მაგრამ ის, რომ მერია არ არის პასუხისმგებელი ქალაქში ამ აურზაურზე, ეგ გამორიცხულია. ჩვენ ყველანაირად დაგიდგებით გვერდშიო გვითხრეს. არ დავთმობთ პოზიციას, ეს მოლაპარაკება უკვე უნდა მოხდეს მერიას, ბაზრის რამდენიმე მოვაჭრესა და ბაზრის  ადმინისტრაციას  შორის, რაც ხვალ გაგრძელდება", - განუცხადა "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

შეგახსენებთ, რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ტანსაცმლის სექციაში დასაქმებული მოვაჭრეები გაიფიცნენ. ისინი თვეში დასვენების 2-3 დღეს ითხოვენ.